საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების,მ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ბელორუსიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსანდრე შუმილინმა ბელორუსია-საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ კომისის თანამშრომლობის რეგლამენტს მოაწერეს ხელი.
2019 წლის 5 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.