განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„2019 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანდება,“- ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციისას განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობას გაზრდის.