შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარეობს მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების სახელმწიფო საგრანტო კონკურსები. მეცნიერების პოპულარიზაცია, მისი როლის, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
19 თებერვალს გამოცხადდა 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება
საკონკურსო პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა-25 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.