შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარეობს მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების სახელმწიფო საგრანტო კონკურსები. მეცნიერების პოპულარიზაცია, მისი როლის, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის დღეს, გამოცხადდა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა-20 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.