რეფორმის ფარგლებში ხორციელდება მონიტორინგი, რომლის მიზანია დადგინდეს და გაანალიზდეს, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის დანერგვა სკოლებში, კერძოდ:
ა) რამდენად შეესაბამება საპილოტე სკოლებში რეალიზებული პროცესი დაგეგმილ პროცესს?
ბ) რამდენად კოორდინირებული და ინტეგრირებულია ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები?
გ) რა არის მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერი და ხელშემშლელი ფაქტორები?
მიზნიდან გამომდინარე, მონიტორინგის ამოცანებია, შევისწავლოთ:
ა) როგორ ესმის სასკოლო საზოგადოებას რეფორმის არსი და განსახორციელებელი ცვლილებები (რა მიაჩნიათ პროექტის ძირითად არსებით ცვლილებად);
ბ) როგორ ხედავს სასკოლო საზოგადოება ახალი სკოლის მოდელის განვითარებას (სისტემურობა, მდგრადობა);
გ) როგორ აფასებს სასკოლო საზოგადოება მხარდამჭერი გუნდების ფუნქციას სასკოლო ცხოვრებაში და მათი მუშაობის ეფექტიანობას;