ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა ერთიანი საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი el.ge, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ორგანიზაციებს განათავსონ თავიანთი ელექტრონული რესურსები, რაც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის გამარტივებას, საკითხების ფუნდამენტურ შესწავლას, კრეატიულ აზროვნების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას.
პროექტი მიზნად ისახავს ონლაინ სწავლებისა და ელექტრონული მასალების გამოყენების პოპულარიზაციას, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს წვდომა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის რესურსებზე.
პორტალ el.ge-ს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვებგვერდს დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა მიზანია დისტანციური სწავლების მიმართულებით მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/El.Library.Georgia/photos/638476816992216
ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების უკეთ წარმართვისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი დისტანციური სწავლების პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდაცია გაიცა კონკრეტული ხელსაწყოების გამოყენების შესახებ. პორტალზე აღნიშნულ ხელსაწყოებთან დაკავშირებით ონლაინ სწავლების ინსტრუქციების გვერდზე დაემატა ელექტრონული ჟურნალისა და Microsoft Office 365 - ის პროდუქტების ვიდეო ინსტრუქციები.
სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით პორტალს დაემატა კომპიუტერული პროგრამების გვერდი, სადაც მოცემულია ყველა იმ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია და გადმოწერის ბმულები, რომელიც საჭიროა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის.
ასევე დაემატა ახალი სივრცე ბლოგების სახით, სადაც გამოქვეყნებულია პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შექმნილი შემეცნებითი და აქტუალური სტატიები.
დაემატა საინტერესო ლაივფორმატი, რაც გულისხმობს ვებინარების ჩატარების შესაძლებლობას პირდაპირ ეთერში. გარდა ამისა, მოსწავლეებისა და მშობლების საშუალება აქვთ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები. შესაბამისად ეს ყველაფერი განხილული და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩატარდა პირველი ხუთი ვებინარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Microsoft Teams-ისა და კიბერჰიგიენის მიმართულებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სამინისტროსთან ერთად აბიტურიენტებისთვის შეიქმნა ახალი პროექტი „ვებსკოლა“, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ატარებენ ვებინარებს. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად ახლდებოდა და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული ვებინარის ვიდეო ჩანაწერი ინახება ვებინარებისთვის განკუთვნილ სივრცეში და პორტალზე ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.
მაიკროსოფტთან საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმატებული თანამშრომლობით პირველად, ქართული ონლაინ პროდუქტი el.ge მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ინტეგრირდა.
იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/El.Library.Georgia/photos/688385782001319
პორტალს დაემატა ახალი საგანმანათლებლო პროექტი საქართველო - iსკოლა, რომელიც ხორციელდება პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში. პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს პირველ-მეთორმეტე კლასებს. მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ შემეცნებითი, საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფთ მათ. გარდა ამისა, სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების მშობლებისათვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემებზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს“.
ყველა ამ ახალი პროექტისათვის დამატებით შემუშავდა დიზაინი მთავარი გვერდისა და შიდა გვერდების გათვალისწინებით, დაიგეგმა მოქნილი ნავიგაცია ინტერაქტიული ეფექტების, ელემენტების გათვალისწინებით.
შემუშავდა მომხმარებელზე ორიენტირებული და მოქნილი ახალი მობაილ დიზაინი, უფრო კონკრეტულად ეს არის: დაგეგმვა, კონტენტის სტრუქტურა, ინტერაქტიული მიმდევრობის შემუშავება, პროტოტიპები და დეველოპმენტი.
ასევე, შექმნილია სოციალური ქსელი Facebook დაYoutube Channel.
ამ ეტაპზე ჯამში მემორანდუმი გაფორმებულია და თავიანთი შემეცნებითი/სასწავლო რესურსებით წარმოდგენილი არის 40 მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაცია, რაც საერთო ჯამში პორტალზე შეადგენს - 23 500 რესურსს.