წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლა აშენდა. სკოლის შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
სკოლაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 2 276 000 მილიონ ლარს შეადგენს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.