ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს.
აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
სამაგისტრო პროგრამებზე და ინტეგრირებულ კვლევებზე განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://studyin.lt/scholarships/full-time-masterdegree-studies/
მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაციის იხილეთ ბმულზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/
ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/.