სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად ქართული ენის ფესტივალის ფარგლებში აცხადებს სახელმწიფო ენის დღისადმი, 14 აპრილისადმი მიძღვნილ კონკურსებს.
კონკურსი 1. შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია მოსწავლეების მიერ ნასწავლი მხატვრული ნაწარმოებისათვის ჟანრის შეცვლა. კერძოდ, მხატვრული ნაწარმოების საფუძველზე კომიქსის (გრაფიკული წიგნის) შექმნა.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ქართული და არაქართულენოვანი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
პროექტი უნდა განხორციელდეს ჯგუფურად. მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მხატვრული ნაწარმოების საფუძველზე უნდა შექმნან გრაფიკული წიგნი (წიგნი-კომიქსი).
განაცხადის წარდგენა
საკონკურსო განაცხადი იგზავნება ელექტრონულად. წიგნი-კომიქსის თითოეული გვერდი უნდა გამოიგზავნოს მაღალი ხარისხის ფოტოებით ელფოსტაზე: enadepartament@gmail.com
სათაურის ველში უნდა მიეთითოს კონკურსის სახელწოდება. წერილში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სკოლის, კლასის, პედაგოგისა და მოსწავლეების შესახებ (სახელები და გვარები).
შენიშვნა: დასაშვებია, რომ წიგნი-კომიქსი შეიქმნას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (კომპიუტერული პროგრამებით).
კონკურსი ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში (II-V კლასები; VI-VIII კლასები; IX-XII კლასები) გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული.
კონკურსი 2. სიუჟეტების მომზადება ენობრივი ნორმების შესახებ
კონკურსის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება არაქართულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაქართულენოვანი სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებს. მოსწავლეები მასწავლებლების დახმარებით მოიპოვებენ მასალას ენობრივი ნორმების დარღვევის შესახებ და მოპოვებულ მასალაზე დაფუძნებით ქმნიან ვიდეობლოგს, პოდკასტს, პლაკატებს, კედლის გაზეთს.
განაცხადის წარდგენა
საკონკურსო განაცხადი იგზავნება ელექტრონულად მაღალი ხარისხის ფოტოებით ელფოსტაზე: enadepartament@gmail.com
სათაურის ველში უნდა მიეთითოს კონკურსის სახელწოდება. წერილში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სკოლის, კლასის, პედაგოგისა და მოსწავლეების შესახებ (სახელები და გვარები).
კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
კონკურსი 3. არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებელთა გამოვლენა და დაჯილდოება
კონკურსის მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქართული ენის პრესტიჟის ამაღლების კუთხით პედაგოგთა მონაწილეობისა და მათი წვლილის გამოვლენა ფორმალური და არაფორმალური სწავლების მიმართულებით.
კონკურსი განკუთვნილია ქართულის, როგორც მეორე ენის, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პედაგოგთათვის. საკონკურსო განაცხადით პედაგოგმა უნდა წარმოადგინოს ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისკენ.
სათაურის ველში მიეთითოს კონკურსის სახელწოდება.
საკონკურსო განაცხადში მიეთითოს ინფორმაცია სკოლისა და პედაგოგის შესახებ. განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: enadepartament@gmail.com
კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
სამივე კონკურის საკონკურსო განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: enadepartament@gmail.com
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
გამარჯვებულთა დაჯილდოება: 14 აპრილი, 2022 წელი
კონკურსის ორგანიზატორები:
სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ფინანსური მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კონკურსის მხარდამჭერები:
გამომცემლობა „პალიტრა L“
სულაკაურის გამომცემლობა
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია
საკონტაქტო პირები:
ნინო აბესაძე, ტელ.: 555 94 39 37
სოფო კობიაშვილი, ტელ.: 574 66 74 74