სლოვაკეთი აცხადებს აპლიკაციების მიღებას 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) მონაწილეობის მსურველთათვის.
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს.
სტუდენტებსა და დოქტორნატებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილის, 16:00 სთ. ცენტრალური ევროპის დროით.
აქვე გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ეროვნული სტიპენდიის (National Scholarship Program) შესახებ 29 სექტემბერს, ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათზე შემდეგი პლატფორმის მეშვეობით: MS Teams: https://bit.ly/3f0K1C6
ვებინარის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: https://www.saia.sk/en/main/news/news/study-and-research-scholarships-to-slovakia