საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმარველოსა და „ევროკავშირი საქართველოსთვის, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავების თემაზე. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროსა და მის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლებმა.
სემინარის მიზანი იყო სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტრატეგიის შემუშავების პროცესის გაცნობა.
დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ სავარჯიშოებში და შეთანხმდნენ სამომავლო ნაბიჯებზე სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში.