საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების კონკურსს, სახელწოდებით “კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!”.
კონკურსის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IV, V, VI კლასის მოსწავლეები დახატავენ ნახატებს, რომელთაც თავად დაასათაურებენ. ნამუშევრების დასათაურება შესაძლებელია თემატური სლოგანების ფორმითაც.
კონკურსის მიზანია, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მათი დამოკიდებულებების გამოხატვა ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ძალადობის მიმართ. მნიშვნელოვანია, მოზარდები დაფიქრდნენ ადამიანებზე, რომელთაც უწევთ ჩაგვრის, დამცირების, ტკივილისა, შეურაცხყოფის ატანა და იზღუდება მათი უფლებები. კონკურსანტებმა თავიანთ ნამუშევრებში უნდა წარადგინონ პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა. კონკურსი, ასევე, ემსახურება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენასა და განვითარებას ნახატების შექმნის პროცესში.
საკონკურსო პირობები
10. ნახატის უკანა გვერდზე ასევე მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის/კონკურსანტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი).
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმებია:
ა) ნახატის შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
ბ) იდეის ორიგინალურად გადმოცემის უნარი.
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები.
კონკურსის ვადები
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
1. სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 11 მაისისა.
2. მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 25 მაისისა.