საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის ფარგლებში 4 და 5 მაისს გაიმართა შეხვედრები ნახევარფინალისტების გამოსავლენად, ხოლო 6 მაისს გამოვლინდნენ ჩემპიონატის ფინალისტები. 2022 წლის 10 მაისს გაიმართება ფინალური შეხვედრები, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქალთა, მამაკაცთა და წყვილთა შორის.