წარმოგიდგენთ ინფორმაციას კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის (KDI School of Public Policy and Management) მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ.
განცხადების მიღება წარმოებს მ/წლის 1 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე. 27 აგვისტოს დაგეგმილია გასაუბრება აღნიშნული პროგრამის თაობაზე ონლაინ ფორმატის რეჟიმში (შესაბამისი QR კოდი მითითებულია წარმოდგენილ პოსტერში).
დაინტერესებულ კანდიდატურებს, შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდიები სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთა ჩამონათვალიც მითითებულია დანართში.