საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს FLEX პროგრამის 30-ე შესარჩევ კონკურსს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეს, რომელიც იმყოფება მე-9, მე-10 ან მე-11 კლასში და აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებსაც. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმები მათთვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლები, რომლებიც დაბადებული არიან 2005 წლის 15 თებერვლიდან 2008 წლის 16 ივლისამდე.
მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ სმენის, მხედველობის ან სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ტესტირება შესაბამისი პირობების გათვალისწინებით ჩატარდება.
კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამო FLEX პროგრამის 2023-2024 წლის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება დისტანციურად, 2022 წლის შემოდგომას.
მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი ან არის ტელეფონის/კომპიუტრის გამოყენების შესაძლებლობა. FLEX-ის შესარჩევი ეტაპები კვლავ შეინარჩუნებს მკაცრ წესებს, მიუხედავად იმისა, რომ მოხდება მონაწილეებს ონლაინ ტესტირება.
I ტური ჩატარდება 1 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. იგი მოიცავს ონლაინ აპლიკაციასა და 3 ესსეს კითხვას, რომელიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის დაწყებიდან 10 დღეში. მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე: ais.americancouncils.org/flex
II ტურში, აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეული მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ავტომატურად გადადის მეორე ტურში და იღებს ინგლისური ენის ტესტის ბმულს.
III ფინალური რაუნდი დაიწყება ნოემბერში. მესამე რაუნდი მოიცავს გასაუბრებას, 3 ესსეს კითხვას, ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფეხურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მოსწავლეები ინფორმაციას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან მიიღებენ.
პროგრამასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: flex.ge@americancouncils.org