საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში ცხადდება პირველი საგრანტო კონკურსი.
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ამავდროულად, CIF-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა.
მიმდინარე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემებია:
მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი);
ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისაათვის გთხოვთ იხილოთ ბრძანება #1499544.
საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 30 ნოემბრიდან 2023 წლის 20 თებერვლის 23:59 საათამდე ვებ პორტალზე: grants.gov.ge.
აპლიკანტებმა უნდა იხელმძღვანელონ ვებ პორტალზე მოცემული საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შეგიძლიათ 2023 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge .