საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი დასრულდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის
№582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის
(CIF) მართვის სახელმძღვანელოს" მე-10 თავში განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციებისა
და პროცედურების შესაბამისად, გრანტების გამცემმა კომისიამ შეაჯამა შეფასების შედეგები,
მოახდინა საგრანტო პროექტების რანჟირება და განსაზღვრა დასაფინანსებელი
კანდიდატების საბოლოო სია:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (აპლიკანტი) |
პროექტის დასახელება |
კონსორციუმი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი |
„თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“ |
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია |
„ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში“ |
კოსორციუმი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
„საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ |
კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ |
კონსორციუმი: სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს კავკასიის უნივერსიტეტი |
„სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ |
კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია |
„ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ |
კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი |
„განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ |
კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
„ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში“ |
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
„კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“ |
კონსორციუმი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შვედეთის ლინკოპინგის უნივერსიტეტი |
„კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ |
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია |
„მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე პროფესიული სწავლების საფეხურებზე ბსსა-ის საგანმანათლებლო პროგრამებში“ |
კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო |
„უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ |
კონსორციუმი: სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი |
„OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ |