გრძელდება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ემინ ამრულაევთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს STEAM-ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.
ცენტრის ხელმძღვანელობამ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და STEM განათლების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.