საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქალაქ ოზურგეთში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში განთავსდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის გურიის ოფისი, ასევე, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო. გარდა ამისა, მოეწყო ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული და მორგებული ბავშვთა საჭიროებებზე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.