უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე
(ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის)
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებასთან დაკავშიორებით განაცხადების მიღება დასრულებულია
ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ოქტომბერი.
რეგისტრაციის და განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის N242 დადგენილება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 16 აგვისტოს N982472 ბრძანება
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი კატეგორიების მიხედვით:
უნდა ატვირთონ:
- მშობლის სახელზე გაცემული ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ.
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
უნდა ატვირთონ:
- ცნობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ.
უნდა ატვირთონ:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
უნდა ატვირთონ:
- ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წელი სწავლობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
უნდა ატვირთონ:
- ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან/აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წელი ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტში.
უნდა ატვირთონ:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
უნდა ატვირთონ:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი.
უნდა ატვირთონ:
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა ან 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი.
უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი.
უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვალების თაობაზე.
უნდა ატვირთონ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომ სამხედრო მოსამსახურე (სტუდენტი) არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მქონე;
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი.
უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსხურის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე;
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურე არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი.
უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების თაობაზე.
უნდა ატვირთონ:
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მოპოვებული ჰქონდა რეპატრიანტის სტატუსი.
უნდა ატვირთონ:
- დაბადების მოწმობა;
- დედ-მამის გარდაცვალების მოწმობები;
ან
- სასამართლო გადაწყვეტილება მშობლის/მშობლების გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
ან
- დედის გარდაცვალების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება დედის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება;
ან
- სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სტუდენტის დაბადების მოწმობის მშობლების გრაფაში მითითებული ინფორმაცია.
უნდა ატვირთონ:
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2) ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
უნდა ატვირთონ:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
უნდა ატვირთონ:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ პირი იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.
უნდა ატვირთონ:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა, არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული განცხადების წარმოდგენიდან), რომელშიც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, პირის ძირითად დიაგნოზად მითითებულია განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0; F84.1; F84.2; F84.3; F84.4; F84.5; F84.8; F84.9. და ასევე დიაგნოზის დასმისას გამოყენებულია შემდეგი ტესტები:
- აუტიზმის შესაფასებელი ინსტრუმენტი (ADOS ან/და ADI-R);
- ინტელექტის შესაფასებელი ინსტრუმენტი (WAIS-IV - Wechsler Adult Intelligence Scale, 4th edition ან/და WNV - Wechsler Nonverbal Scale of Ability ან ზრდასრულთა ინტელექტის შესაფასებელი ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტი);
- ადაპტური ფუნქციონირების შესაფასებელი ინსტრუმენტი (მაგ., Vineland - 2, Vineland Adaptive Behavior Scales, II edition ან ABAS-3 - Adaptive Behavior Assessment System Third Edition).