პროექტის მოკლე აღწერილობა:საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს:
”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში”პროექტი ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომლის ამოცანაა ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს მაშტაბით და ამჟამად არსებული ინკლუზიური განათლების პრაქტიკის გაძლიერება.
აღნიშნული პროექტი წამოადგენს სამ წლიან პროგრამას (2009-2011), რომელიც ხორციელდება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა/განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში და საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური განათლების მდგრადი სისტემის შექმნა ინკლუზიური განათლების შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად.
დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი კომპონენტების განხორციელება:
- ადგილობრივი განათლების ორგანოების მომზადება და მათი პროექტში ჩართულობის უზრუნველყოფა;
- სამიზნე სკოლების შერჩევა და ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა იდენთიპიკაცია, შეფასება, ინდივიდუალური საწავლო გეგმების შექმნა;
- სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციისა და პროფესიონალთა (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი) მომზადება;
- სამიზნე რეგიონებისთვის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდების ფორმირება და მომზადება: რეგიონის კოორდინატორი, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
- საზაფხულო სკოლის დაარსება უნივერსიტეტის ბაზაზე;
პროექტის ამოცანებია:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა რეგიონის საჯარო სკოლებში;
- სპეციალური განათლების სწავლების გაუმჯობესება უმაღლეს სასწავლებლებში;
- რეგიონისა და საჯარო სკოლების საზოგადოების მზაობისა და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა ინკლუზიური განთლებისათვის;
მოსალოდნელი შედეგები:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით;
- 10 რეგიონული მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის მიზნით;
- 10 საჯარო სკოლის ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
- სამიზნე სკოლების პედაგოგების პროფესიული განვითარება ინკლუზიური განათლების საკითხებში;
- სპეციალური პედაგოგიკის საზაფხულო სკოლის დაარსება;
- სპეციალური პედაგოგიკის საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამის განახლება;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაცია და იდენთიპიკაცია საქართველოს მაშტაბით.
პროექტის სამიზნე ჯგუფები:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
- სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები;
- სკოლის მოსწავლეები;
- მშობლები;