186-ე სკოლა თბილისის ერთ-ერთი დიდკონტიგენტიანი სკოლაა, სადაც 1400-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლის რეაბილიტაცია 2014-2015 წლებში ორ ეტაპად განხორციელდა და დღეისათვის 80% რეაბილიტირებულია. კერძოდ, სრულად რეაბილიტირდა მე-4 სართული, მოეწყო სამედიცინო ოთახი და კომპიუტერული კლას-კაბინეტი, გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, საცრემლე რაფა, სარინელი, ელექტროობა, სანიტარული კვანძები, გარემონტდა კიბის უჯრედი, დერეფნები და საკლასო ოთახები, შეიღება ფასადი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე განახლდება და ამით დასრულდება სკოლის სრული რეაბილიტაცია.