კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ევროპის მცოდნეობის ცენტრში მოქმედებს ევროპის მცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შედგება ინგლისურენოვანი მაღალი დონის ინტერდისციპლინარული აკადემიური კურსებისაგან. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ ძირითადი, სპეციალობისა და არჩევითი კატეგორიის საგნები მათი აკადემიური სპეციალიზაციისა და პირადი ინტერესების შესაბამისად. აკადემიური კურსის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 სემესტრს შეადგენს.
ევროპის მცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, აღჭურვოს სტუდენტები თანამედროვე ევროპის საქმეთა შესახებ მოწინავე და ინტერდისციპლინარული ცოდნით. სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირდება ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლების შესწავლაზე.
სტუდენტებს სამაგისტრო ხარისხი 5 სასწავლო მიმართულებით მიენიჭებათ:
სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ევროპის მცოდნეობის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ პოლონეთსა და ევროპაში ორგანიზებულ მრავალ კონფერენციასა თუ სემინარში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ნაშრომების წარდგენის გზით.
ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამის გარდა, ევროპის მცოდნეობის ცენტრი ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობას იღებს ორმაგი-ხარისხის მიმნიჭებელ მრავალ პროგრამაში. პროგრამის დამთავრებისთანავე, სტუდენტებს ენიჭებათ როგორც კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ევროპის მცოდნეობაში (შესატყვისი სპეციალობით), ისე პარტნიორი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.
2016-2017 სასწავლო წლისათვის საბუთების მიღება დაწყებულია.
დამატებით ინფორმაციისათვის გაეცანით კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ბროშურას.