კოლეჯი „სპექტრი“ სამი წელია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია „ელიტა-ბურჯთან“. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით, არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია როგორც საქართველოში ასევე, კავკასიაში. კოლეჯის სტუდენტები კომპანიაში სტაჟირებას და საწარმოო პრაკტიკას გადიან, რის შემდეგაც წარმატებით საქმდებიან როგორც „ელიტა-ბურჯში“ ისე, სხვა კომპანიებში.
მიმდინარე წელს კოლეჯი „სპექტრი“ და „ელიტა-ბურჯი“ გეგმავენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და ,,ელექტრიკოსის“ პროფესიული პროგრამის დუალური მოდგომით განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს.