ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ლიტვაში, რომელიც ახორციელებს ინგლისურენოვან საბაკალავრო, მაგისტრატურის და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს, 2016 წელს ქართველ სტუდენტებს სთავაზობს განსაკუთრებულ 20%-იან ფასდაკლებას სწავლის გადასახადზე, ხოლო საუკეთესო სტუდენტებს შესაბამისი კონკურსის საფუძველზე 30-50%-იან შეღავათს.
დეტალური ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და უნივერსიტეტის შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართის სახით, ასევე ვებ-გვერდზე: www.ism.lt.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტი პირია ილონა მალისევა, საერთაშორისო განათლების პროგრამის მენეჯერი ilona.malyseva@ism.lt