ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მონიტორინგი გამხორციელდა.
მოქალაქეებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის კუთხით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამორჩეული ადგილი დაიკავა.
მონიტორინგის წარმატებული შედეგებისათვის, აღსანიშნავია სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და უშუალოდ, სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორთა წვლილი. სამინისტრო აფასებს და პატივს სცემს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ ადამიანურ რესურსს, მადლობას უხდის მათ გაწეული შრომისა და ძალისხმევისათვის და უსურვებს წარმატებას შემდგომ საქმიანობაში!