ევროკომისია, 2016 წელი - ევროპის ახალი უნარების დღის წესრიგის ანალიტიკური საფუძველი
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტის თანმხლებს - „ახალი უნარების დღის წესრიგი ევროპისთვის: ვიმუშავოთ ერთად ადამიანური კაპიტალის, დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის“. დოკუმენტის მიზანია საკითხების ზოგადი მიმოხილვა და ამ ინიციატივისთვის არსებული მტკიცებულებების ბაზისის წარდგენა.
ეს სამუშაო დოკუმენტი ყურაღებას ამახვილებს მთავარ პრობლემებსა და საკითებზე, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი ადამიანური კაპიტალისა და უნარების საჭიროებასთან მიმართებაში (რომლებიც მოცულია ევრო-კომისიის შეყობინებაში) და განმარტავს თუ რატომ არის და იქნება ევროპის ეკონომიკა და სოციალური წარმატება მეტწილად დაფუძნებული მოსახლეობის უნარებზე.
წინადადების მიზანია ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარება და მისი ეფექტურობის გაზრდა დამსაქმებლის, მუშაკის და მოსწავლის მიერ ეროვნული, საერთაშორისო თუ მესამე ქვეყნებების კვალიფიკაციების გააზრების კუთხით. ამგვარად ამ ინიციატივამ ხელი უნდა შეუყოს არსებული უნარებისა და კვალიფიკაციების უკეთეს გამოყენებას, როგორც ფიზიკური პირების სასარგებლოდ, ისე შრომის ბაზრისა და ეკონომიკისთვის.