ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ბუდაპეშტში, უნგრეთში, არის გლობალური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოიცავს სტუდენტებს მსოფლიოს 60 ქვეყნიდან. უნივერსიტეტი არის აკრედიტირებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში.
(CEU) სტუდენტებს სთავაზობს სამი სახის სამაგისტრო პროგრამას საზოგადოებრივ პოლიტიკაში:
მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრირებაში;
2 წლიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს ტრეინინგს და ხაზს უსვამს გამოცდილებაზე დაფუძნებულ განათლებას პოლიტიკის მართვაში და ლიდერობაში. პროგრამა ითვალისწინებს 1 წლიან გამოყენებით პოლიტიკის პროექტს.
Master of Arts in Public Policy (MAPP);
1 წლიანი პროგრამა რომელიც ხაზს უსვამს ანალიზის უნარის და პრაქტიკის ურთიერთშერწყმას. პროექტი სტუდენტს აცნობს მსოფლიო საჯარო პოლიტიკის გამოწვევებს და რეალურ პრობლემებს.
მუნდუს სამაგისტრო პროგრამა საჯარო პოლიტიკაში (Mundus MAPP);
ორ წლიანი საერთო ხარისხი, საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის პროგრამაში. სწავლის მეორე წელს, სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა განაგრძოს ბარსელონას საერთაშორისო ურთიერთობების (ესპანეთში) ან იორკის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი).
ყველა მსურველი, რომელიც წარადგენს განაცხადს 2017 წლის, 1 თებერვლამდე, ავტომატურად ფინანსური დახმარების კანდიდატად განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული www.spp.ceu.edu