გაგაცნობთ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი სტიპენდიების შესახებ 2017-2018 აკადემიური წლისათვის.
აღნიშნული სტიპენდიები განკუთვნილია უნგრეთში სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ აკადემიურ ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სამაგისტრო (MSc) ხარისხის მოსაპოვებლად.
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა სრულ დოსიესთან ერთად უნდა გადაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
REU-scholarship@fao.org; განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ
დანართში.