კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სწავლისა და ავიაბილეთების საფასურის სრულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ სტიპენდიებს.
კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამებია:
• საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
• განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
• საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM) განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.
განაცხადები მიიღება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ან კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის ვებგვერდის მეშვეობით: https://apply.kdischool.ac.kr/
მატერიალური სახით განაცხადი ფოსტის საშუალებით უნდა გაიგზავნოს კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლაში შემდეგ მისამართზე:
The Office of Admissions KDI School of Public Policy and Management 263 Namsejong-ro, Sejong, 30149 Republic of Korea
განაცხადების მიღების ვადა იწურება 2017 წლის 20 მარტს, ხოლო განაცხადების განხილვის შედეგები ცნობილი გახდება მიმიდნარე წლის ივნისის ბოლოს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართის სახით.