გაცნობებთ, რომ ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 7 სტიპენდიას 2018/2019 აკადემიური სასწავლო წლისთვის, რომელთაგან 2 განკუთვნილია სტუდენტებისთვის აფხაზეთიდან. გამოყოფილი სტიპენდიებიდან 4 გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამისთვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე, ხოლო 3-ინგლისურენოვან პროგრამისთვის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.
ჩეხურენოვანი პროგრამისთვის რეკომენდირებული სპეციალობებია: მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამისთვის - ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების პროცედურების შესახებ მოცემულია ვებ-გვერდზე www.mzv.cz/tbilisi