შეგახსენებთ რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ახალი პროგრამის - „სკოლებში შრომითი უნარების განვითარება“ ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევის მიზნით, გამოცხადებულია კონკურსი.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა გახანგრძლივდა 2017 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.
პროგრამა საშუალებას აძლევს განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას, ურთიერთთანამშრომლობის გზით, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადონ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!
საკონკურსო განაცხადის ფორმა
მეთოდოლოგიური რეკომენდაციები