22 სექტემბერს, ონის საჯარო სკოლა განათლებისა და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა საზეიმოდ გახსნეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტირდა 70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000ზე მეტი მოსწავლისთვის.