საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მეწარმეობაში ტრენერთა ტრენინგი დასრულდა. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებდნენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.
მეწარმეობის უნარების განვითარება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს როგორც შორმის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, ასევე საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და წარმოებაში. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით ტრენერთა მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი წარმატებისათვის.
მონაწილეებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული ტრენინგი, საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. მეწარმეობის ტრენინგების ჩატარებას ორგანიზება გაუწია განათლების სამინსტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა.