„თეგეტა აკადემიის“ პროფესიული სასწავლო ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომლის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.
ამავე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ხელი მოაწერა ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.