საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია “არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დანერგვის“ პროექტის ანგარიში წარმოადგინა. პროექტის მიზანია, არაფორმალური პროფესიული განათლების დანერგვის მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო პროფესიულ/საზოგადოებრივ კოლეჯებში.
პროექტის თანახმად, სატრენინგო პროგრამა გაიარა შერჩეული 7 სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და 6 კერძო კოლეჯის წარმომადგენლებმა, მათ შორის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, პროფორიენტაციის, ხარისხის, სასწავლო პროცესის მენეჯერები, იურისტი, დამსაქმებლი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მოდულების განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებლები.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის (MCA-G) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ქეთევან
ნატრიაშვილი
ესწრებოდა.