პროფესიულ კოლეჯ იკაროსში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „სკოლაში შრომითი უნარების განვითარების“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლებში განსახორციელებელი 5 პროგრამის შესახებ პრეზენტაცია კოლეჯის პედაგოგებმა წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა, მოწვეული სტუმრებისთვის მოამზადეს სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი ჯანმრთელი კვების მენიუ. ასევე, მოეწყო თემატური კუთხეები (კულინარიის საფუძვლები, კონდიტერი, შაქრის ფლორისტიკა, გზა ბარმენობისკენ), სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და წარმოდგენა შექმნოდათ თითოეულ სპეციალობაზე.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო იმ
11 სკოლის 200 წარმომადგენელი (მოსწავლეები,
მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები), სადაც კოლეჯის მიერ უნდა განხორციელდეს 25 პროექტი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.