საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სხდომის მონაწილეებს სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, გაეროს განვითარების ფონდის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ასევე, მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები.