პროფესიულ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეებმა, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებით გადამზადების მოკლევადიანი კურსი გაიარეს. კურსდამთავრებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა და წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა, მალხაზ მაკარაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
აღნიშნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით, კურსდამთავრებულები შეძლებენ დაადგინონ ავტომობილების ელექტრო-მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები და მისი ცვლილებების მიზეზები, რაც მათ შეიარაღებულ ძალებში პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებაში და დაკისრებული დავალების წარმატებით შესრულებაში გამოადგებათ.
პროფესიულ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები 2017 წლის ბოლოს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კურსი განხორციელდა.