დამწყებ მეწარმეთა ფესტივალზე “მეწარმეთა სივრცე - 2018!” პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინოვაციური ნამუშევრები გამოიფინა. ფესტივალზე პროფესიული კოლეჯების „მოდუსი“ და „მერმისი“ სტუდენტებმა, ფაბლაბში შექმნილი პროდუქტები წარმოდგინეს.
მეწარმეთა ფესტივალი “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში” (Yes-Georgia) ფარგლებში განხორციელდა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია რომ, პროფესიული განათლების სისტემაში აქტიურად ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. 14 პროფესიულ სასწავლებელში ფუნქციონირებს ფაბლაბები, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე და შექმნან იდეის პროტოტიპები.