ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018–2019 სასწავლო წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდიები.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი;
• ცნობა სასწავლებლიდან - ინგლისურ ენაზე;
• ნიშნების ფურცელი - ( GPA -ინდექსი);
• CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ივლისი.