საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოთხი წელია თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების მიზნით. 2014 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი. ქვეყნის მასშტაბით 2582-მა მსჯავრდებულმა (პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის, თავისუფლებაშეზღუდული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებული და პირობითი მსჯავრდებულთა) ოთხი წლის განმავლობაში, 41 მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე გაიარა მომზადება.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყო:
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყო:
მსჯავრდებულების მხრიდან პროფესიულ განათლებაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე 2018 წლის 21 მარტს, თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც გაგრძელდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (ტრეინინგ-კურსი, მოდული) ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებისა და პირობითი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის.
მსჯავრდებულებს და სხვა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში განსახორციელებელი პროფესიული პროგრამების შესახებ, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მეშვეობით.