საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას განათლების პოლიტიკის ფორუმი მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძემ მიიღო.
ფორუმი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), მსოფლიო ბანკისა და თსუ-ს ეკონომიკური საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის შემდგომი განვითარების ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას.
ფორუმზე, დაინტერესებულმა მხარეებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს უმაღლესი განათლების სექტორში არსებული მდომარების გაუმჯობესებისთვის, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.