ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რეგიონში წამყვან, ADA-ის უნივერსიტეტის რექტორ ჰაფიზ პაშაევთან შეხვედრა გამართა და უმაღლესი განათლების კუთხით, საერთაშორისო დონეზე არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა, აზერბაიჯანელ რექტორს საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრაზე რექტორმა ADA-ის უნივერსიტეტის წარმატებაზე ისაუბრა და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
ADA-ის უნივერსიტეტი 2006 წელს გაიხსნა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რეგიონში წამყვანი უნივერსიტეტია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.