თბილისის ღია უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი დაარსდა.
ცენტრი მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას, საზოგადოების ინფორმირებას და კვლევის შედეგების გაცნობას.
ცენტრის მისიაა, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისა და იდეების გენერირების გარემო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტები და სტუდენტები.