საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ესტონეთის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოსა და ესტონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის რეფორმის ესტონურ გამოცდილებაზე, კერძო და სახელმწიფო უნივერსტეტების სტრატეგიული განვითარების გზებზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და ინტერნაციონალიზაციის წახალისების გზებზე.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთის უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი 2013 წლიდან შეიცვალა, როდესაც სახელმწიფო უნივერსტეტებმა მიიღეს საბაზო დაფინანსება.