საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და მათთან ერთად, ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა, დასახული მიზნების ასრულება და წარმატებები უსურვა.
2018 წელს სკოლას საჯარო და კერძო სკოლების 39000-მდე მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. საატესტატო გამოცდები კი, საქართველოს მასშტაბით 20 მაისს იწყება.