ორი ბრინჯაოს მედლითა და ერთი წამახალისებელი სიგელით დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც 15-22 ივლისს ირანში, ქ, თეირანში გაიმართა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა) და ბაჩუკი დალაქიშვილი (შპს თამარიონი), ხოლო საბა ბირკაძე (კომაროვის სკოლა) წამახალისებელი სიგელით დაჯილდოვდა.
სამინისტროს სახელით ვულოცავთ სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით გუნდის ხელმძღვანელებს - ეკატერინე ბაკურაძეს, ირინა მოდებაძეს და ნანა ბარნაველს.
საქართველო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) 2011 წლიდან მონაწილეობს.