თსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას თსუ-ს ბაკალავრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კედლებში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ყველაზე დიდი სამომავლო ინვესტიციაა, უმნიშვნელოვანესი კაპიტალია თქვენი პირადი, პროფესიული თუ საზოგადოებრივი თვითრეალიზაციისთვის. თითოეული თქვენგანის წარმატება კი ჩვენი ქვეყნის საერთო წარმატებაში შეტანილი წვლილია“ - მიმართა თსუ-ს კურსდამთავრებულებს მიხეილ ბატიაშვილმა.
წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაასრულა.