საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1,498,500 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ პირთა რაოდენობები შემდეგნაირად განაწილდა:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 80 ადგილი
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი- 120 ადგილი
სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი -100 ადგილი
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნუვერსიტეტი -50 ადგილი
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი -25 ადგილი
სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 30 ადგილი
სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი -25 ადგილი
შპს - საქართველოს უნივერსიტეტი - 15 ადგილი
სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 70 ადგილი
შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი- 15 ადგილი
შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი- 10 ადგილი
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია -5 ადგილი
შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი -5 ადგილი
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი -5 ადგილი
შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი- 16 ადგილი
ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი -20 ადგილი
სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი- 20 ადგილი
ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი- 30 ადგილი
შპს - ევროპის უნივერსიტეტი -25 ადგილი